ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ რიგით N43-ე კომისიის სხდომა გამართა.

სხდომაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის და საპრივატიზებო ობიექტის ნუსხის დამტკიცების საკითხები განიხილეს.

ასევე, გაგარინის ქუჩაზე ტექსტილის საწარმოს აშენების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საკითხი იყო განხილული, რომელიც მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა პაპელიშვილმა წარადგინა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ ძირითად საკითხზე იმსჯელეს და დეპუტატების გადაწყვეტილებით შვიდივე საკითხი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.