ქუთაისი-ზესტაფონის ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ჭოგნართან ახლოს მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
მძღოლი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზად სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.