ქურდობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 და 1989 წელს დაბადებული პირები საქონლის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ლისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქეების კუთვნილი ძროხა და 2 ღორი მოიპარეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.