საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგომ სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის ნიშნებით მიმართა. შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის წარმომადგენლობაში ადასტურებენ, რომ ჩინეთიდან ჩამოსულმა გოგომ სამედიცინო დაწესებულებას ნამდვილად მიმართა,თუმცა ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ აქვთ,თუ რა ტიპის ვირუსი აღენიშნება პაციენტს.
ოჯახის ექიმის ცნობით,საგანგაშო არაფერია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
აღსანიშნავია,რომ 22 წლის გოგო, უხანის პროვინციაში არ იმყოფებოდა და ის ჩინეთის სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა.
გავრცელებული ინფორმაციით,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ, ისინი ჩინეთიდან 12 დღის წინ ჩამოსულ ქალს აკვირდებიან.