ჩინეთის ცხრა მოქალაქე ვირუსის სიმპტომებით ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

  გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია. გავრცლეებული ინფორმაიცით, მათ ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ.

ჩინეთის რამდენიმე მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.

როგორც ცნობილი ხდება,  ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდნენ.

„ვინაიდან ისინი ჩინეთიდან არიან, გადაწყდა, რომ მთელი ჯგუფი გადმოვიყვანოთ ინფექციურ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს დეტალური გამოკვლევა“, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში. 

Update: ფაქტს ადასტურებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძე,თუმცა მისივე განცხადებით, აღნიშნული ფაქტი არ განეკუთვნება კორონავირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას. პაატა იმნაძის განმარტებით, ტურისტები არიან ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც ვირუსი არ არის დაფიქსირებული და უხანიდან 1300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, აღნიშნულ პირებს დააკვირდებიან და შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.