ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 7 711-ს შეადგენს, მათგან 1 400-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.