ჩინეთში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება

საქართველოს ხუთი მოქალაქე ამ დროისთვის იმყოფება ჩინეთში, ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ ერთ-ერთ მედია საშუალებასთან განაცხადა, რომ ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც ჩინური მედია იუწყება, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. კორონავირუსი გადამდებია და ის ჩინეთის გარდა, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა.