BBC-ის ცნობით, ჩინეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა, ხოლო დაავადებულთა რიცხვი თითქმის 3 ათასს აღწევს. ჩინეთის პრემიერი ლი კექიანგი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრს, ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანს ეწვია. ჰუბეიში გარდაცვლილთა 76 შემთხვევა დაფიქსირდა, 4 კი საზღვარგარეთ. დაავადებულთა შორის 461 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 51 კი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსი ასევე გამოვლენილია სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში.
ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ გლობალური განგაშის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.