რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოება, დღეს კლინიკა „რუსთავის“ სამშობიარო განყოფილებას ესტუმრა. დღევანდელი სტუმრობის მიზანი 2020 წელს დაბადებული პატარების მონახულება და მათთვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემა იყო.
ჩოხოსნებმა, კლინიკა „ რუსთავის“ სამშობიარო განყოფილებაში 2, 3 და 4 იანვარს დაბადებული ბავშვების დედებს, პირადად მიულოცეს ახალშობილების დაბადება და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
რუსთავის ჩოხოსნები 5 წელია, რაც ამგვარ აქტივობას ახორციელებენ.









