ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცაგერში, სოფელ ჩხუტელში, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. სავარაუდოდ, ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა.
ავტომობილში სულ სამი ადამიანი – 60 წლამდე მამაკაცი და ორი ახალგაზრდა იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დინებამ ისინი ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.
მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ეძებს. მდინარემ ერთი დაღუპულის ცხედარი უკვე გამორიყა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.