ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – არიან დაღუპულები

UPDATE:თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 1015-ს მიაღწია.

თურქეთში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიცენტრი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც იგრძნობოდა.