წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვაა. როგორც წალკის მერმა ილია საბაძემ Tv4-ს განუცხადა, ამ დროისთვის თოვლმა და ქარმა, პრობლემები შექმნა, სოფლების რეხა-ხანდოს მიმართულებით. ძლიერი ქარის შედეგად მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა.
მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, ელექტროენერგიის პრობლემა დაახლოებით 14:00 საათვის გადაიჭრება. რაც შეეხება გზებზე შეზღუდვას, მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე, გზებზე მუშაობა განახლდება.







