წყალბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს  ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში  მეტოქე ანგარიშით  9:7 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გარანტირებული აქვს.