ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.შემთხვევა ზუგდიდში მოხდა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 22 წლის პაციენტი კლინიკაში კვირას, 19 იანვარს შეიყვანეს, თუმცა შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი გუშინ, ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები მომხდარში მედიკოსების ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.