ხანძარი მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ისანში მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.