ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძრის გაჩენის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა- შემთხვევა მესტიაში გამთენიისას მოხდა. ცეცხლი მეზობლის საცხოვრებელ სახლზეც გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი შიგნიდან ხის მასალით იყო მოპირკეთებული, რის გამოც ცეცხლი სწრაფად მოედო და შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და მესტიის აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება და  მეზობელი სახლის გადარჩენა შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.