ხეზე რქით გაჭედილი ჯიხვი მაშველებმა გადაარჩინეს(+ვიდეო)

მეხანძრე-მაშველებმა შუახევში ,სოფელ ხიჭაურის მიმდებარედ ჯიხვი გადაარჩინეს.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, ცხოველი კლდეზე იყო ჩარჩენილი. ჯიხვი ხეზე რქით გაიჭედა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

მეხანძრე-მაშველებმა ჯიხვი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს და გაუშვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.