ხელბურთში საქართველომ იტალია დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, იტალიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 28:25 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში რუმინეთთან დაძაბულ მატჩში დამარცხების შემდეგ, სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო „მონპელიეს“ ლეგიონერი გიორგი ცხოვრებაძე იყო, მან რვა გოლის გატანა მოახეხა.

დღეს ჩვენი გუნდი კოსოვოს თბილისის დროით 19.00 საათზე ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ პლე იოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.