ჰაერის დამაბინძურებელი საწარმოებისთვის სანქციები მკაცრდება

 გამკაცრებული სანქციები  იმ საწარმოებისთვის,რომლებიც ჰაერს დააბინძურებენ-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა.

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები 5 ათასიდან 45 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.

კანონპროექტი კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით აბინძურებს, თვითმონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ავალდებულებს. კანონპროექტის მიხედვით, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს დაქვემდებარებულ საქმიანობებს ტექნიკური გადაიარაღებისთვის ვადა 2021 წლის პირველ იანვრამდე მიეცემათ.