ჰაერის ხარისხის მართვის ახალი მიდგომა შემოდის – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა, განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით 80 ქვეყანას ჰაერის დაბიძნურების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე საქართველოს.
ნოე მეგრელიშვილის ინფორმაციით, კანონი ორი მოსმენით პარლამენტში უკვე გასულია და უახლოეს მომავალში დამტკიცდება.
„ჯანმრთელობის მსოფლიო სტატისტიკის შესახებ ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად, სადაც 2018 წლის ანგარიშში საქართველო არის დაახლოებით მე – 80 ადგილას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით ანუ დაახლოებით 80 ქვეყანას აქვს ჰაერის დაბინძურების უფრო მაღალი მაჩვენებელი ვიდრე საქართველოს.
რაც შეეხება ღონისძიებებს, იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი, რიგი ღონისძიებები ხორციელდება და განხორციელდა. მაგალითად, ხარისხის საწვავის გაუმჯობესებით დავიწყებდი. 2017 წლიდან ქვეყანში მოიხმარება ევრო ხუთის სტანდარტის ბენზინი, რაც იმას ნიშნავს ყველა ის გარემოსდაცვითი კომპონენტი, რომელიც ბენზინში იქნება, ყველა გათანაბრებულია თანამედროვე ევროპულ ნორმასთან. დიზელის ხარისხიც ეტაპობრივად უმჯობესდება და უკვე ევრო 4-ს მოვიხმართ 2019 წლის პირველი იანვრიდან. 2021 წლიდან გადავალთ ევრო ხუთ სტანდარტზე. ამ ღონისძიებებმა მნიშვნელოვანდ გააუმჯობესა ჰაერის ხარისხი. დღეს პრობლემური აღარ არის არც გოგირდის ჟანგი, ტყვია და არც ბენზოლი. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რაც მოჰყვა საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა ამისა დაიწყო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ყველა ტიპის ავტომობილის. 2020 წლიდან გზაზე შემოწმება იწყება ავტომობილების გამონაბოლქვის, იმისთვის რომ გაუმჯობესდეს აღსრულება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის. გვაქვს ინფორმაცია, რომ ავტომობილები გარკვეული ხრიკებით გადიან ინსპექტირებას და შემდეგ გზაზე ისევ ისე ბოლავენ. სწორედ ამის აღმოფხვრის მიზნით დაიწყება კონტროლი. შემოდის ახალი მიდგომა ჰაერის ხარისხის მართვის, კანონში ატმოსფერული ჰაერუის დაცვის შესახებ, სადაც ევროდირექტივის პრინციპები გადადის მთლიანად, ეს კანონი ორი მოსმენით პარლამენტში უკვე გასულია და უახლოეს მომავალში გვექნება ჰაერის ახალი კანონი, რომელიც როგორც აღვნიშნე ევროპულ მიდგომებს გულისხმობს. ეს ნიშნავს ქვეყნის დაყოფას ზონებად და აგლომერაციებად. თითოეულ ზონაში და აგლომერაციაში ინდივიდუალური მართვის გეგმები შეიქმნება. დედაქალაში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, განახლება, ბასლაინების დამატება და მეტროს გაძლიერება. სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება ველობილიკების ინფრასტრუქტურების გაუმჯობესება და ზოგან შექმნა სრულიად ახლის. რიგი ღონისძიებები ტარდება ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობების მიერ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.