გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 თებერვალს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სიონის უბანში, სართიჭალაში, მუღანლოში.
3 თებერვალს 09:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს მარტყოფიში, ნორიოში. 10:00-დან 12:00 საათამდე – ვაზიანში, მარტყოფში, მუხროვანში, სააკაძეში, ახალსოფელში.
3 თებერვალს 11:00-დან 18:30 საათამდე -ბოლნისის რაიონის სოფლებს ტალავერი, პატარა დარბაზი.
კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









