1-ელი იანვრიდან, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი დასაქმების სააგენტო შეასრულებს.
მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა.
ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და ლეგალური დასაქმება უცხოეთში მოხდება.







