გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,10 იანვარს 01:00-დან 05:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებში სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ასურეთი, ალგეთი, საბირკენდი და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ამლივი, ტბისი, ფარცხისი, ორბეთი, ჯორჯიაშვილი, ჩხიკვთა.
12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს ქ. ბოლნისში, სოფლებში ქვედა ბოლნისი, ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, ზემო ბოლნისი, ფოლადაური, სამწვერისი, ხიდისყური, სამტრედო, კუდრო.
13:00-დან 14:00 საათამდე – მომხმარებლებს სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.