14 იანვრის წყლის მიწოდების შეზღუდვა

რუსთავში, დღეს, 14 იანვარს წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს.
Update: კონსტიტუციის ქ. N 14 -ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 17:00-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: კონსტიტუციის ქ. N14-ს და ასლანიკაშვილის ქ. N3; 3ა-ს.

ასევე, მე-12 მ/რ -ს N 37 -ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 16:30-დან 18:30 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მე-12 მ/რ N35; 36; 37; 38-ს.

კერძოდ, თოდრიის N 15-ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 12:00-დან 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
თოდრიის ქ. N 3,5,7,13,15,17,19-ს,თოდრიის II-III ჩიხებს.