14 წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშოები ზედამხედველობას დაექვემდებარება

14 წლამდე ასაკის ბავშვების სათამაშოები ზედამხედველობას დაექვემდებარება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტშია“ აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების წესებს ადგენს და იმ პროდუქტებზე ვრცელდება , რომლებიც 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის არის განკუთვნილი.

სათამაშოების უსაფრთხოებას ზედამხედველობის ორგანო გააკონტროლებს , რომელიც უფლებამოსილი იქნება საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა შეამოწმოს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.