14 წლამდე ასაკის ბავშვების სათამაშოები ზედამხედველობას დაექვემდებარება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტშია“ აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების წესებს ადგენს და იმ პროდუქტებზე ვრცელდება , რომლებიც 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის არის განკუთვნილი.
სათამაშოების უსაფრთხოებას ზედამხედველობის ორგანო გააკონტროლებს , რომელიც უფლებამოსილი იქნება საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა შეამოწმოს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.