სექტემბრიდან შესაძლოა,მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა “Minecraft Education Edition“ დაინერგოს-ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის Microsoft-ის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე , სკოლებში “Minecraft Education Edition“ სექტემბერში საპილოტე დანერგვასა და Microsoft-ის კომპიუტერული ლაბორატორიების ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს.
უწყების ცნობით,მაიკროსოფტის “Minecraft”-ის განყოფილების წარმომადგენლებმა მინისტრის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვით სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა “Minecraft Education Edition“ დაინერგება, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით, მზაობა გამოთქვეს.