17 იანვრის წყლის მიწოდების შეზღუდვა

დღეს, რუსთავში, წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს. კერძოდ,

მეგობრობის ქ.N 27-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 11:00-დან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მეგობრობის ქ. N 15,19,23,27 და კლდიაშვილის ქ.N 7.

ფალიაშვილის N4 მიმდებარედ, მე-18 ბაგა ბაღის წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 12:40-დან 15:40 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ფალიაშვილის N4, 6 და მეგობრობის N14,16,18,12ა და 12ბ.

თოდრიის N5 -თან, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 13:00-დან 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
თოდრიის N5 და N3.