20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მშვიდობის, სამგორის, ჯავახიშვილის, ბალანჩივაძის, ჯავახიშვილის, მშენებელთა ქუჩებზე.

20 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში გამარჯვება, ახალი სამგორი, სამგორის მეფრინველეობა, გაჩიანი.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.