საპენსიო ასაკის მქონე პირები დღეს გაზრდილ პენსიას აიღებენ.
როგორც ცნობილია, პენსიონრები 2020 წლიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას იღებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა პირველი ივლისიდანაც მოხდება, როდესაც 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირებს პაკეტებზე 30 ლარის ოდენობის თანხა მოემატებათ.
აღნიშნული ცვლილება ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე) შეეხოთ.გაზრდილ სოციალურ პაკეტს 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ასევე ცვლილება,რომლის მიხედვითაც მთაში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. პირველი ივლისიდან კი, 300 ლარს მიიღებენ მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.