2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა

ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, 2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა. 

ნორვეგიის საავტომობილო გზების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში საგზაო კატასტროფების შედეგად არც ერთი 16 წლამდე ბავშვი არ დაღუპულა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი 110-ია. ეს მაჩვენებელი   2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ორით მეტია.

ცნობისთვის, ბოლო 50 წლის განმავლობაში ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულების მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს. აღსანიშნავია, ისიც რომ ნორვეგიამ საავტომობილო გზებზე უსაფრთხო გადაადგილებას მას შემდეგ მიაღწია, რაც ავტომობილების საშუალო სიჩქარე შეამცირა და ველობილიკები გააკეთა,