2019 წელს ტექდათვალიერება 1 259 581-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა

2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება 1 259 581-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც ყოველი მეორე, 496 368 დახარვეზდა, ხოლო 2 800 ავტომობილს კი, გზაზე გადაადგილება აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სატრანსპორტო საშუალებების დახარვეზების ძირითადი მიზეზები ფარების და შუქარეკლის და სამუხრუჭე მოწყობილობების გაუმართაობა იყო.

სამინისტროს ცნობით, სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან, 2018 წლის იანვრიდან დღემდე, პირველადი შემოწმება 885 615-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან, დახარვეზდა 473 862 ავტომობილი, გზაზე გადაადგილება 2 310-ს აეკრძალა. განმეორებით ვიზიტზე მათმა ნაწილმა ხარვეზები გამოასწორა. ხელმეორე შემოწმებაზე 373 966 სატრანსპორტო საშუალებიდან, 22 506 დახარვეზდა და 490-ს გზებზე გადაადგილება აეკრძალა.

მონაცემების მიხედვით, დახარვეზების რაოდენობა პროცენტულად ასეთია: სამუხრუჭო მოწყობილობა – 10%, საჭის მართვის სისტემა – 1%, ხილვადობა – 17%, ფარები და შუქამრეკლი – 32%; ღერძები, თვლები, საბურავები – 12%, შასი და შემადგენლობა – 13%, უარყოფითი ზემოქმედება – 9%.

2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდა.