2019 წელს ტექინსპექტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების 50% დახარვეზდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2019 წელს ტექინსპექტირება 1 398 434-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 50% დახარვეზდა.
კერძოდ, 691 619-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ მოთხოვნები დააკმაყოფილა,704 711 დახარვეზდა , ხოლო გადაადგილება აეკრძალა 2 104 ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
შეგახსენებთ, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთლიანად ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა. ცნობისთვის, 2018 წელს ამოქმედდა ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, აგრეთვე 3 000 კუბ/სმ ან მეტი ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილებისთვის.