2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელ ღონისძიებაზე – „წლის სპორტსმენი“ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. ტიტული ექვს სპორტსმენს მიენიჭა, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები – ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გახდნენ.