2019 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (2017 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 7.1% შეადგინა).
საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ანუ ინფლაციას სამომხმარებლო კალათიდან სურსათი და უალკოჰოლო სასმელების; ადმინისტრირებადი ტარიფების; ტრანსპორტის ცალკეული ტარიფების გამორიცხვით, 2019 წლის დეკემბერში გასული წლის დეკემბერთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.7 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანიმატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.44 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.0 პროცენტით,რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი კლება. აღნიშნული ცვლილება-0.09 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც წლიურინფლაციაზე 3.78 პროცენტული პუნქტით აისახა.