2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42.7 მლნ ლარი დაიხარჯება

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება, ბიუჯეტს 42 760 652 ლარი დაუჯდება.

საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ასიგნებების გამოყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილება უკვე მიიღო.

კერძოდ, შრომის ანაზღაურებაზე 19 531 295 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებაზე – 7 238 050 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე კი 2 111 674 ლარი დაიხარჯება.