“ენერგო–პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 21 იანვარს რუსთავში და მარნეულის მუნიციპალიტეტში ელექტოენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კერძოდ, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მარის არხის დასახლებასა და მშვიდობის ქუჩაზე.
11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში: დაშტაფა, წითელი სოფელი, შულავერი, ყულარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.







