ხვალ, 23 იანვარს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. კერძოდ,
12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში: თბილისის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, მაჩაბელის, ცურტაველის, მეგობრობის, გორის, ვახუშტის, ნიშნიანიძის ქუჩებზე, მე-19 მიკრორაიონში.
16:00-დან 19:00 საათამდე გარდაბნის მაგისტრალის მე-15 კილომეტრზე, ფონიჭალაში, კრწანისში, რუსთავი-ბაქოს გზატკეცილზე, წალასყურში, თელეთში შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება.
12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს გამარჯვებაში, ლემშვენიერაში.
11:30-დან 16:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს დაშთაფა, წითელი სოფელი, შულავერი, ყულარი, იმირი, ბუდიონოვკა.
16:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ყიზილაჯლოში, მარნეულში გუდიაშვილის, ჯავახიშვილის, 26 მაისის, გორკის, ქობულეთის, ლაღიძის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე.
“ენერგო–პრო ჯორჯია”–ში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.