25-27 იანვრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანავარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა.  ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს.

25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

ამინდის პროგნოზი რუსთავში ასეთია: 25 იანვარი +4°; 26 იანვარი ღამე -3°, დღეს +8°; 27 იანვარი ღამე -1°, დღე +8°; 27 იანვარი ღამე 0°, დღე +11°.