27 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ტაზა-მახალა, ტაზაკენდი, ახლო ლალო, სადახლო და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში ათონის ქუჩაზე და სოფელ დისველში.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.