გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ღოუბანი, ერტისი, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ამლივი, ენაგეთი, ტბისი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









