31 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4 ს-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  31 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, 26 მაისი, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, ლერმონტოვის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე.


13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს საბირკენდისა და იაგლუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე.


12:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებს სამგორი, ნასაგური, დიდი ლილო, ვარკეთილი, სამგორი, ლილო, მარტყოფი.


11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში.


სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.