ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობების ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცავების მიერ ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების, შედეგად დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი. დაკავებულის მიმართ გამოძიება სსკ – ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე, 5 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.ხოლო აღნიშნული პირის დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ- სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. ბრალდებული გასული წლის ოქტომბრიდან იძებნებოდა.