ქავთარაძის ბაზრობა იწვის

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარია.

ცეცხლი, სავარაუდოდ, სამშენებლო მასალას წაეკიდა. ცეცხლის ლოკალიზებას 10 სახანძრო სამაშველო ჯგუფი ცდილობს.

დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია იწვის.