მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე რუსთავში-მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება

მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე რუსთავში-Tv4-თან მოსახლეობა აცხადებს,რომ ქუჩებში გადაადგილება, მიუსაფარი ძაღლების გამო, პრობლემური გახდა.

როგორც რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში tv4-ს განუცხადეს, დაკბენის შემთხვევებთან დაკავშირებით, მიმართვიანობა ხშირია. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განმარტავენ,რომ დაკბენის გამო,მოქალაქეები დაწესებულებას თითქმის ყოველდღე მიმართავენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ,რომ ,პრობლემის პრევენციის მიზნით, ქალაქის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, საკითხი ამ დრომდე პრობლემურია,რადგან რუსთავი ძაღლების მიგრაციის დონით გამოირჩევა.

“რუსთავსერვისცენტრის” ინფორმაციით, ძაღლების 90% ცოფის ვაქცინაზე აცრილია.

როგორც ცნობილია, ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. იგეგმება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც სავარაუდოდ რუსთავისა და გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება .