გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცონბით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 იანვარს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში რუსთავში მშვიდობის, ჯავახიშვილის, მშენებელთა ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს ნორიო და მარტყოფი.
11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში 2 საათით – აბონენტებს სოფლებში თელეთი, მარაბდა, ბორბალო, ჯანდარი, ყიზილაჯლო, მარტყოფი, ჯანდარის დასახლება, ასურეთი, აგრეთვე მარნეულში აღმაშენებლის ქუჩაზე.
კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.