პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 22 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით , 65 წლის მამაკაცი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით , მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, დანაშაულში ბრალდებული კი მისი მეზობელი.
შსს-ს განცხადებით, ბრალდებულისა და დაზარალებულის ახლობლებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ,ადმინისტრაციული წესით კიდევ 3 პირია დაკავებული.









