8 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებელთა ნაწილს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, ახმეტელის, ლომოურის ქუჩებზე,

12:00-დან 13:00 საათამდე – ფალიაშვილის, ლომოურის, მშენებელთა ქუჩებს, მე-11, მე-7, მე-7ა, მე-6 მიკრორაიონებში,

13:00-დან 14:00 საათამდე – ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბელის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, მელიქიშვილი, გონაშვილის ქუჩებზე.
11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს ყარაჯალარში, ველში, გაჩიანში, ფონიჭალაში, აღთაკლიაში.11:00-დან 18:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს საბირკენდი, ალგეთი, აზიზკენდი, ოფრეთი.

12:00-დან 13:00 საათამდე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი თონეთი, წყლულეთი, ორბეთი, კვესეთი, ღოლოვანი, ელფია, პირველი შამთა, მანგლისი და მიმდებარე სოფლებს.

13:00-დან 14:00 საათამდე – მანგლისში გვრიტიშვილის, წიკლაურის, დემეტრაშვილის, ფიროსმანის, კლდიაშვილის, ბარათაშვილის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებს.

14:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებს არხოტი, ნაპილნარი, შეხვეტილა, ჯვრისხევი, კოდის წყარო და მიმდებარე სოფლებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.