გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებელთა ნაწილს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის ქუჩებზე, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე,
12:00-დან 13:00 საათამდე – მე-7, მე-8 მიკრორაიონებში, შარტავას, ქუთაისის ქუჩებზე, კინოთეატრ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე,
13:00-დან 14:00 საათამდე – ქ. რუსთავის გასასვლელში, თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალზე არსებულ ობიექტებს,
14:00-დან 15:00 საათამდე – მე-6, მე-11 მიკრორაონებში, ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, ახმეტელის, ჭყონდიდელის ქუჩებზე, 15:00-დან 16:00 საათამდე – თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალზე.
12:30-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ნორიო, მარტყოფი.
10:00-დან 18:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი, ახლო ლალო, შულავერი, ქვემო სარალი.
11:00-დან 14:00 საათამდე – მომხმარებლებს სოფლებში ლეჟბადინი, კაპანახჩი, ქირაჩმუღანლო, ქურთლიარი, ხანჯიგაზლო, პირველი და მეორე მეორე ქესალო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.







