air.gov.ge ისევ გათიშულია

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი air.gov.ge უკვე რამდენიმე საათია რაც გათიშულია. 26 იანვრის, 13:00 საათიდან ჰაერში PM10-ისა და PM2.5-ის კონცენტრაციები არ იზომება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში tv4-ს განუცხადეს, რომ საიტს ინტერნეტის პრობლემა აქვს, რის გამოც პერიოდულად ითიშება ხოლმე. კითხვაზე, თუ როდის ჩაირთვება საიტი, ზუსტი პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ პრობლემა სავარაუდოდ, მალე აღმოიფხვრება.

შეგახსენებთ, რომ air.gov.ge გასულ კვირასაც გაითიშა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის ბოლო მონაცემებით, რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ უკვე 72%-ს მიაღწია.